საქართველოში ელექტრონული კომერციის მაჩვენებლები მაღალი ტემპით იზრდება – საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მდგომარეობით 6 პროცენტული პუნქტით, მოსახლეობის 37%-მდე გაიზარდა მათი წილი, ვინც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც შეიძინა საქონელი ელექტრონული გზით ან ისარგებლა მიტანის სერვისით.
ქალაქებში ეს მაჩვენებელი მოსახლეობის 43.4%-ს აღწევს (ზრდა 6.1 პროცენტული პუნქტი), სოფლად კი 26.1%-ს (ზრდა 6.2 პროცენტული პუნქტი).
ამასთან, ეს მაჩვენებელი განსაკუთრებული ტემპით გაიზარდა ქალებში და 41%-ს მიაღწია (ზრდა 8.6 პროცენტული პუნქტი), მამაკაცებში კი მატება 3.4 პროცენტული პუნქტია.
განსაკუთრებით აქტიურად ელექტრონულ კომერციით 15-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი სარგებლობს, სადაც ეს მაჩვენებელი 61%-ს აღწევს, 30-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 38.3%-ია, ხოლო 60+ მოსახლეობაში 15.3%.
ელექტრონული კომერციის ფართოდ ათვისება, სავარაუდოდ, დაკავშირებულია როგორც მიტანის სერვისების მოცვის გაუმჯობესებასთან, ასევე საქართველოს ბაზარზე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სავაჭრო სისტემების – Temu-ს და Shien-ის მნიშვნელოვან გააქტიურებასთან.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…